25,00 ₾
კანის შეფერილი ანტისეპტიკური საშუალება ქირურგიული გამოყენებისთვის
Chemisept G Color არის შეფერილი ანტისეპტიკური საშუალება კანისთვის. პროდუქტს აქვს ფართო ფუნგიციდური და ბაქტერიოციდული ეფექტი, რომელიც ანადგურებს გრამუარყოფით და გრამდადებით ბაქტერიებს (მათ შორის Mycobacterium terrae) და სოკოს, აგრეთვე აუვნებელყოფს ვირუსებს (HBV, HIV, HCV, ყვავილი, ჰერპესის ვირუსი, ადენოვირუსული ინფექციები, Rota). პროდუქტის ეფექტი გრძელდება 3 საათის განმავლობაში.
Chemisept G Color შეიცავს სუფთა, ნაკლებად აქროლად ეთილის სპირტს, რათა თავიდან იქნეს აცილებული რესპირატორული ალერგიული რეაქციების განვითარება. კანის დეზინფექციის შემდეგ, პროდუქტის უნიკალური სადეზინფექციო შემადგენლობის წყალობით, დიდი ხნის (3 საათის) განმავლობაში ნარჩუნდება მიკრობებისთვის არახელსაყრელი გარემო, რაც ხელს უწყობს კანის ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებას, ეს კი, თავის მხრივ, კანის სწრაფ აღდგენას.
პროდუქტი ფორთოხლისფერია, რაც დამუშავებული ადგილის დანახვას აადვილებს წასმის შემდეგაც.
გამოიყენება ჭრილობების სადეზინფექციოდ: Chemisept G Color-ის ჭრილობაზე შესხურების შემდეგ დააცადეთ ხსნარს გაშრობა, საჭიროების შემთხვევაში გადაახვიეთ მარლით. ხსნარი ეფექტს 30 წამში იძლევა
გამოიყენება ჭრილობის პრე- და პოსტოპერაციული დამუშავებისას
დაამუშავეთ ოპერაციის ადგილი Chemisept G Color-ით: გამოიყენეთ პინცეტი და სტერილური ტამპონები — ტამპონი დაასველეთ ხსნარში, დაადეთ პაციენტის კანზე და კარგად გაწმინდეთ ზედაპირი. დეზინფექცია ტარდება 2-ჯერ (ხანგრძლივობა 1,5 წუთი). მალამოს დადება და შეხვევა შეიძლება მხოლოდ კანის გამშრალების შემდეგ; გამშრალებამდე დააცადეთ ხსნარს მოქმედება 3 წუთის განმავლობაში. ასეპტიკური ოპერაციის შემთხვევაში დეზინფექცია უნდა დაიწყოს ჭრილობის სავარაუდო მიდამოდან და წარიმართოს პერიფერიისკენ, სეპტიკური ჭრილობის შემთხვევაში კი — პერიფერიიდან სეპტიკური მიდამოსკენ.
ქირურგიული ჭრილობის დახურვის შემდეგ კარგად ჩამორეცხეთ ჭრილობა და ნაკერი Chemisept G Color-ით, პინცეტისა და სტერილური ტამპონების გამოყენებით: ტამპონი დაასველეთ ხსნარში, დაადეთ ჭრილობაზე და კარგად გაწმინდეთ ზედაპირი; სანამ ხსნარი გაშრება, შეახვიეთ მარლით.
შეასხურეთ Chemisept G Color ინექციის ან სისხლის აღების მიდამოს, გაასუფთავეთ და გაამშრალეთ სტერილური ტამპონით, მეორე შესხურებისას კი დააცადეთ ხსნარს გაშრობა. მოქმედება იწყება 30 წამში.
ნაკერების შეხსნამდე დაასხურეთ ხსნარი ჭრილობის მიდამოს და გაასუფთავეთ სტერილური ტამპონით (მოქმედება იწყება 30 წამში). ნაკერების შეხსნის შემდეგ კვლავ დაასხურეთ ხსნარი, გაასუფთავეთ სტერილური ტამპონით და ჭრილობა ხსნარის გაშრობამდე გადაახვიეთ მარლით.
სახსარშიდა ინექციის, პუნქციის, ართროსკოპიისა და კათეტერიზაციის დროს შეასხურეთ Chemisept G Color ოპერაციის მიდამოს, დაელოდეთ დაახლოებით 1,5 წუთი, გაწმინდეთ სტერილური ტამპონით და გაიმეორეთ პროცედურა. ნაკერების დადების შემდეგ შეასხურეთ სითხე ჭრილობას, გაასუფთავეთ სტერილური ბამბით, შეასხურეთ კიდევ ერთხელ და შეახვიეთ მარლით ისე, რომ სითხეს გაშრობა არ დააცადოთ.
გამოიყენება განზავების გარეშე; მოქმედების დრო 30 წამი — Escherichia coli, Staphylococcus aureus, Pseudomonas aeruginosa, Streptococcus faecalis, Mycobacterium tuberculosis, Candida albicans, HBV, HIV, ადენოვირუსი, Herpes simplex, Rota, Vaccinia, BVDV (HCV-ის სუროგატი ვირუსი).
Chemisept G Color-მა გაიარა ტესტები BVDV-ზე (HCV-ის სუროგატი) და ვაქცინიის ვირუსზე, ამიტომ პროდუქტი აუვნებელყოფს ყველა გარსიან ვირუსს. ამ ტესტების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ იგი ეფექტურია სისხლით გადამდები ვირუსების წინააღმდეგ, როგორიცაა HBV, HCV და HIV, ასევე ორთომიქსოვირუსების (მათ შორის გრიპის ვირუსი H5N1, H1N1) და ჰერპესვირუსების (Herpes simplex) წინააღმდეგ.
შეიცავს ბიოციდსა და ალკოჰოლს — გამოყენებისას დაიცავით ინსტრუქცია და უსაფრთხოების ზომები
სწრაფად აალებადი სითხეა! არ მოათავსოთ ღია ცეცხლთან ან ცხელ ზედაპირთან ახლოს და არ მოწიოთ მის სიახლოვეს
თვალში მოხვედრის შემთხვევაში კარგად ჩამოიბანეთ წყლით და მიმართეთ ექიმს
ეთანოლი 72%, ამონიუმის ოთხჯერადი ნაერთები, საღებავი
EN 12054, EN 12791, EN 14348
6,5–7,5
რეგისტრირებულია ქიმიკატების ცენტრის მიერ, ბიოციდის რეგისტრაციის სერტიფიკატი №0046/05.
ესტონეთი
აირჩიეთ ზომა
სერტიფიცირებული ხარისხი
სამედიცინო სტანდარტები
სწრაფი მიწოდება
მთელ საქართველოში
ექსპერტ მხარდაჭერა
დახმარება სწორი არჩევანისთვის